აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოკავშირეებში ჯერ არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, უნდა მიეცეს თუ არა უკრაინას უფლება შორი მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიები დაბომბოს.
ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ აშშ საკუთარ პოზიციას შორი მანძილზე მოქმედი რაკეტების შესახებ შეცვლის, ბაიდენმა უპასუხა: „საგარეო პოლიტიკაში არასდროს ამბობენ: „მე არასდროს არ გადავიფიქრებ“. შორი მანძილზე მოქმედ იარაღთან დაკავშირებით ახლა კონსენსუსი არ არსებობს“.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეა ცდილობს მიიღოს პარტნიორებისგან თანხმობა შორი მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე.