ჰელსინკის კომისია: საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია

ჰელსინკის კომისია: საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია

საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი.

„საქართველოში პოლიტიკური ცვლილება აშშ-ის პოლიტიკას სერიოზულ გამოწვევას უქმნის. საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, საქართველოს მოსახლეობაში არსებული ძლიერი პროდასავლური განწყობები იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის განახლების პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ჰელსინკის კომისია წერს, რომ „აშშ-მა ორმხრივი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობისთვის დემოკრატიული უკუსვლის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, ასევე, დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას, დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების პირობით“.

„აშშ-მა საქართველოში სტრატეგია უნდა განახორციელოს, რომელიც დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის დროს მთავრობაზე პირობით ზეწოლას მოიცავს. ამ მიდგომამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია დემოკრატიულ რეფორმებსა და მკაფიო პროდასავლურ პოზიციაზე, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნებსა და ქვეყნის გაუარესებული დემოკრატიის დაცვას შეესაბამება. ამავდროულად, აშშ-მა ქართველ ხალხთან ურთიერთობების გაძლიერების მიზნით უნდა იმუშაოს, მათი დემოკრატიული და ევროპული მომავლის მისწრაფებების მიმართ ერთგულების ჩვენებით. ასეთ სტრატეგიას შეუძლია საქართველოს მთავრობასა და მის მოსახლეობას შორის არსებული განსხვავებების გადალახვას ხელი შეუწყოს, რაც უფრო სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებას დაეხმარება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

კომისია აცხადებს, რომ „საკანონმდებლო მოქმედებები, როგორიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „MEGOBARI აქტია“, რომელიც დემოკრატიული რეფორმების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აკავშირებს, შესაძლოა, საქართველოს მიმართ აშშ-ის მომავალი პოლიტიკის მოდელი გახდეს“.

მერაბ.g წადით თქვენი დედაც...! რაა რუსობა, ომი რომ არ გვინდა? იქნებ ის, რომ მოზარდებში ლგბტ პროპაგანდა ავკრძალით? ან იმით რომ დავინტერესდით რომელი უცხოური ქვეყანა ვისი მეშვეობით და რაში ხარჯავს ფულს საქართველოში? იქნებ ეკლესიისა და ეროვნული ტრადიციების პარივისცემაა მიუღებელი? თუ ეს ანტიდასავლეთია და დასავლეთი კაცის ქალად ქცევა, ვიღაცის ბრძანებაზე სიტყვის შეუბრუნებლად ომში ჩართვაა, შევეცი დასავლეთს!
1 თვის უკან