აშშ-მა იემენში იარაღის მიწისქვეშა საცავები დაბომბა

აშშ-მა იემენში იარაღის მიწისქვეშა საცავები დაბომბა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციამ იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებულ რაიონებში მდებარე მიწისქვეშა საცავებზე იერიში მიიტანა.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე 5 მიწისქვეშა საცავი იყო, რომლებშიც „რეგიონში სამოქალაქო და სამხედრო ხომალდებზე თავდასხმებისთვის გამოყენებული იარაღის კომპონენტები ინახებოდა“.

2023 წლის ნოემბრიდან იემენელი ჰუსიტები რეგულარულად ესხმიან თავს წითელ ზღვაში მოძრავ გემებს. თავის ქმედებებს ისინი „ღაზის სექტორში ამერიკულ-ისრაელურ აგრესიაზე პასუხს“ უწოდებენ. თუმცა, მათი სამიზნე არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო ხომალდებიც გახდა. თავდასხმების გამო ხომალდებმა სუეცის არხის გამოყენება შეწყვიტეს, რამაც ლოგისტიკა გაართულა.

აშშ-მა მოკავშირეებთან ერთად იემენის ტერიტორიაზე ჰუსიტების ობიექტებზე სულ მცირე 15 ავიაიერიში მიიტანა.