ფხენიანში სამხრეთ კორეას „მტრული სახელმწიფო“ უწოდეს და მასთან გაერთიანებაზე ოფიციალურად თქვეს უარი.
BBC-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ეროვნულმა კრებამ კიმ ჩენ ინის მოწოდების თანახმად, 1972 წელს მიღებულ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები უკვე შეიტანა.
სეულში ფხენიანის გადაწყვეტილება დაგმეს და განაცხადეს, რომ არ იტყვიან უარს მშვიდობიანი გაერთიანების ძალისხმევაზე.
ფხენიანის ეს ნაბიჯი კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის მორიგი ეტაპია - სამშაბათს ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო გზები ააფეთქა, ოთხშაბათს კი ფხენიანში განაცადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის არმიის რიგები მიმდინარე კვირაში მილიონ 400 ათასი ახალგაზრდით შეივსო.