ჩვენ ვეღარ გაგვასამართლებს, შვილი მომიკლა, ქმარი მომიკლა, ჩვენ ვეღარ დაგვიჭერენ მაგრამ ახალ 300 ათასს მოძებნიან და ისევ გაასამართლებენ. ზუსტად იმ ბავშვებს, რომლებიც იქ წინ ჰყავთ დაყენებული, - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა „ნაცმოძრაობის“ და მისი ამომრჩევლის გასამართლებასთან დაკავშირებით.
მან კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი ოჯახის ტრაგედია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს შეეწირა.
„ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები იყვნენ ერთ-ერთი ბანკის დამფუძნებლები. ბანკში შემოვარდნენ სპეცრაზმით და ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები, უფროსი ვაჟი იმავე დღეს დაიჭირეს. შემოგვითვალეს 20 მილიონი ევრო თუ დოლარი აღარ მახსოვს, უნდა გადაიხადოთ და დღესვე გამოუშვებენ თქვენი ოჯახის წევრებს და ყველას. რა თქმა უნდა უარი ვთქვი. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მირეკავს ეს პირი, სააკაშვილებმა შემოგითვალეს, რომ ვანახევრებთო თანხასო. ჩემმა მეუღლემ მომცა ტელეფონი, დავრეკე და მე არ ვიცნობდი ამ ადამიანებს, უბრალოდ სიტუაცია ავუხსენი და ვუთხარი, რომ ძალიან გთხოვთ ჩემი შვილი გადამირჩინეთ. მეორე დილას ზარია კარებზე და მომაკითხა ვიღაც მამაკაცმა და მომცა ეს ფული და მითხრა, რომ ბატონმა ბადრი პატარკაციშვილმა გამოგიგზავნა ეს ფულიო. მეც დამიჭირეს იმიტომ, რომ დავიწყე მტკიცებულებების მოპოვება“, - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.