უეფა-მ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების საქციელის გამო დააჯარიმა

უეფა-მ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების საქციელის გამო დააჯარიმა

უეფა-ს ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების საქციელის გამო დასაჯა.

„ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ფეხბურთის ფედერაცია 41 250 ევროთი დააჯარიმა ალბანელი გულშემატკივრების მიერ უკრაინა – ალბანეთისა (2024 წლის 7 სექტემბერი) და ალბანეთი – საქართველოს (2024 წლის 10 სექტემბერი) მატჩებში მომხდარი ინციდენტების გამო“, – ვკითხულობთ უეფა-ს განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულ გუნდთან ტირანაში გამართული შეხვედრის დროს ალბანელმა გულშემატკივრებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან მისასვლელი კიბე გადაკეტეს, რისთვისაც ფედერაცია 18 000 ევროთი დაჯარიმდა.

ამას გარდა, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 4 750 ევროს ქართველების მხარეს ტრიბუნებიდან საგნების სროლისთვის გადაიხდის, ხოლო 12 500 ევროს – საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის.