გაეროში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელები ლიბანის სამხრეთით საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან.
მშვიდობისმყოფელთა ხელმძღვანელმა ჟან-პიერ ლაკრუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს როგორც გაეროს უშიშროების საბჭო, ასევე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები, რომელთა მოქალაქეები მისიაში მსახურობენ. მისივე განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ცისფერი ჩაფხუტები ადგილზე დარჩნენ და საკუთარი მანდატის ფარგლებში დაეხმარონ მშვიდობიან მოსახლეობას.
ისრაელმა გაეროს ლიბანიდან მშვიდობისმყოფელების გაყვანა კვირას მოსთხოვა. ორგანიზაციაში ისრაელის სამხედრო ძალები გაეროს პოზიციებზე მიზანმიმართულ შეტევაში დაადანაშაულეს. ბრალდება კატეგორიულად უარყო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.