ერდოღანი: გენოციდი, რომელიც ღაზაში ერთი წელია მიმდინარეობს, მთელი კაცობრიობის საერთო სირცხვილია

ერდოღანი: გენოციდი, რომელიც ღაზაში ერთი წელია მიმდინარეობს, მთელი კაცობრიობის საერთო სირცხვილია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გენოციდი, რომელიც ღაზაში ერთი წელია მიმდინარეობს, მთელი კაცობრიობის საერთო სირცხვილია.

თურქეთის პრეზიდენტმა და ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ხუთშაბათს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„გენოციდი, რომელიც ღაზაში ერთი წელია მიმდინარეობს, მთელი კაცობრიობის საერთო სირცხვილია. ამიტომ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სასწრაფოდ მივაღწიოთ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას, მივაწოდოთ ჰუმანიტარული დახმარება და განვახორციელოთ საჭირო ზეწოლა ისრაელზე. მე გულწრფელად მჯერა, რომ ალბანეთი თავის როლს შეასრულებს ამ მხრივ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.