დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია გრძელდება

დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.

ამ ეტაპზე, დაზიანებული სკვერების რეაბილიტაცია ორ მისამართზე, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ და ბოცვაძის ქუჩის N12-ში დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, რეაბილიტირდა უსაფრთხოების მოაჯირები, მოეწყო საჩრდილობელი და განთავსდა საპარკე სკამები და ურნები.

პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოიყო.