„გორბის“ კვლევა: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა

„გორბის“ კვლევა: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 59.5%
„ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს - 13.6%
გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას - 10.3%
ხაზარაძის გაერთიანებას - 4.5%
გიორგი გახარია პარტიას - 3.8%
იაგო ხვიჩიას „გირჩს“ - 2.7%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს - 2.5%
სხვა პარტიები - 3 .1%
ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.

ლაზი პროფესიონალი გამყალბებლები სულ გაყალბებაზე ყვირიან. არანაირი გაყალბება არ იქნება. მხოლოდ სამართლიანად ცატარებული არჩევნები ჩაფუშავს გადატრიალების გეგმებს.
1 თვის უკან