კუბამ BRICS-ში წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა

კუბამ BRICS-ში წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა

კუბის მთავრობამ ორგანიზაცია BRICS-ში წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანა. ინფორმაციას კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების საკითხში გენერალური დირექტორი კარლოს პერეირა სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„კუბამ ოფიციალურად გააგზავნა თხოვნა BRICS-ში პარტნიორი ქვეყნის სახით გაწევრიანებს შესახებ“, - დაწერა პერეირამ.

5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ BRICS-ში წევრობა სირიასაც სურს.

BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა. სექტემბერში განაცხადი გაწევრიანებაზე თურქეთმა შეიტანა.