სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ მიეცემა საშუალება, რომ მის ბიოგრაფიაში საპრეზიდენტო ვადის ამოწურვა ჩაიწეროს.
„ჩვენ მას არ მივცემთ საშუალებას, რომ თავის ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ ამოწურა თურმე პრეზიდენტად ყოფნის ექვს წლიანი ვადა. მან უნდა იცოდეს და სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.