სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება, პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, რეალურად, ეს ადამიანი მარიონეტია და მეტი არაფერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ნაციონალურო მოძრაობის“ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევა უკვე ჩვევაში აქვს გადასული, ყოველ ნაბიჯზე არღვევს – უცხოეთში მთავრობის თანხმობის გარეშე დადის, პოლიტიკურ აქტივობებში ერევა. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასაც არჩევს. სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება, პრემიერი ვინ იქნება. სალომე ზურაბიშვილმა ის კონსტიტუცია წაიკითხოს, რასაც არღვევს ხოლმე – წაიკითხოს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ უნდა წარადგინოს. რეალურად, ეს ადამიანი მარიონეტია და მეტი არაფერი. მათ ჰგონიათ, რომ ქართველმა ხალხი არაფერი იცის და მათი მოტყუება მარტივია“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.