გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,თბილისობის" დღესასწაული გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაიასთან ერთად დაესწრო.
სახალხო დღესასწაულს, რომელსაც მუზეუმმა უმასპინძლა, ტრადიციულად შეუერთდა გურია, სადაც წარმოდგენილი იყო კუთხისთვის დამახასიათებელი სტუმარ-მასპინძლობა, სამზარეულო და ფოლკლორი.