საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი კანონის დარღვევად მიიჩნევს სამი ოპოზიციური ტელეახრის - „მთავარი არხის", „ტვ პირველისა" და „ფორმულას" გადაწყვეტილებას, არ განათავსონ ეთერში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპები. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტია შესაბამის ზომებს მიიღებს.
„გასაოცარია, რომ ამბობენ - „პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, არ მომწონს ეს კლიპებიო“ და ჩვენ ამას არ გავუშვებთო. როგორი მონური დამოკიდებულება აქვთ რადიკალურ ენჯეოებს, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს და მათ რადიკალურ მედიასაშუალებებს, ამ განცხადებაში კიდევ კარგად გამოჩნდა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
სამი ოპოზიციური არხი, „მთავარი არხი", „ტვ პირველი" და „ფორმულა" ევროკავშირის ელჩის შეფასების გამო, „ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპს ეთერში არ უშვებს. ოპოზიციური არხების გადაწყვეტილებას მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები იწონებენ. ოპოზიციური არხების გადაწყვეტილებას იწონებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.