დავით ჩიხელიძე: გილაური სისხლიანი რეჟიმის მთარობის მეთაური იყო და განწირულია ყოველგვარი საცირკო წარმოდგენა, რომლის მიზანი ამ კაცის გარეცხვა და აპარტიულ ადამიანად წარმოჩიებაა

დავით ჩიხელიძე: გილაური სისხლიანი რეჟიმის მთარობის მეთაური იყო და განწირულია ყოველგვარი საცირკო წარმოდგენა, რომლის მიზანი ამ კაცის გარეცხვა და აპარტიულ ადამიანად წარმოჩიებაა

ჯერ ვითომ ნიკა გილაურმა რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას, რასაც ყველა დაეთანხმება და ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს იდიოტად თვლის, რადგან ფიქრობენ, გილაურის აპარტიულობას დაიჯერებენ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

“რა იდიოტებად თვლიან საკუთარ ამომრჩეველს, რომ ამ საცირკო წარმოდგენებს დგამენ. ჯერ ვითომ ნიკა გილაურმა რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას, რასაც ყველა დაეთანხმება და ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს. მე კიდე მინდა შეგახსენოთ, რომ გილაური, რომელმაც თავის დროზე სულმნათმა ბენდუქიძემ დებილი უწოდა მთავრობის ხდომაზე, სისხლიანი რეჟიმის მთარობის მეთაური იყო და განწირულია ყოველგვარი საცირკო წარმოდგენა, რომლის მიზანი ამ კაცის გარეცხვა და აპარტიულ ადამიანად წარმოჩიებაა.” - წერს დავით ჩიხელიძე.

ლაზი ბენდუქიძე იმ ხელისუფლების ეკონომიკური (და არა მარტო) იდეოლოგი იყო და თუ ის სულმნათია, მაშინ გილაური ანგელოზი ყოფილა. ერთხელ თუ დებილი უწოდა, ეგ ალბათ მოფერებით.
გილაურს ვინ რას ეკითხებოდა, მაგრამ თავისი საქმეები კი აუწყვია იმათ და ამათ ზურგს უკან.
1 თვის უკან