„მთავარი არხი

„მთავარი არხი", „ტვ პირველი" და „ფორმულა" ევროკავშირის ელჩის შეფასების გამო, „ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპს ეთერში არ უშვებენ - გადაწყვეტილებას იწონებს არასამთავრობოების ნაწილი

„მთავარმა არხმა", „ტვ პირველმა" და „ფორმულამ" გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ სამივე ტელევიზია უარს ამბობს, ეთერში გაუშვან „ქართული ოცნების" ვიდეორგოლები, რომლებშიც გამოყენებულია უკრაინაში ომის შედეგად არსებული ვითარების ამსახველი კადრები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელევიზიები სრულად იზიარებენ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეფასებას, „რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" კამპანია" და შესაბამისად, უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

აქვე, ტელევიზიები აღნიშნავენ, რომ რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარის თქმის გამო, მათ დიდძალი ჯარიმები დაეკისრებათ, თუმცა, „ამორალური ბანერებით" „რუსული პროპაგანდის" ხელშეწყობას არ აპირებენ. ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მხარში დადგომისკენ.

განცხადებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია და ტელევიზიებს გვერდში დგომა აღუთქვა.

„მადლობა ამ ღირსეული პოზიციისთვის! თქვენ გვერდით ვართ!" - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.Nino Lomjaria Formula • ფორმულა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მთავარი არხი • Mtavari Arkhi მადლობა ამ ღირსეული პოზიციისთვის! თქვენ გვერდით ვართ!

ლაზი არაფერი იმ ბანერებში, რუსული პროპაგანდის ხელშმწყობი არ არის. პირიქით, ნაჩვენებია რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხოლო თუ ამას იმავდროულად ვინმე საარჩევნო მიზნებისათვის იყენებს, ეს არც უკანონოა და არც სამარცხვინო.
შემზარავი და შემაშფოთებელი ქვეყნის უაზრო ომში შეტენვაა, რასაც ბევრი ცდილობს და რომ ვერ ახერხებენ ამიტომ დაკარგეს დიპლომატიური სახე.
1 თვის უკან