გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე: ეს პირდაპირი მტკიცებულება გახლავთ იმისა, რომ მათ შორის ამერიკის საელჩო ემზადება ან სხვებს ამზადებს იმისათვის, რომ რადიკალური პროცესები განახორციელონ 27 ოქტომბრიდან

დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის გაგზავნილ ფართხალების გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, საელჩო საარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

„ეს პირდაპირი მტკიცებულება გახლავთ იმისა, რომ მათ შორის ამერიკის საელჩო ემზადება ან სხვებს ამზადებს იმისათვის, რომ რადიკალური პროცესები განახორციელონ 27 ოქტომბრიდან. 2020 წლის არჩევნების შემდგომ ჩვენ ვიხილეთ, რომ ამერიკის საელჩო ხელს აფარებდა იმ ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა არჩევნები, „ენჯეო“ „სამართლიანი არჩევნების“ სახით, და ახლა არამც თუ ერევიან, არამედ პირდაპირ წარმართავენ საარჩევნო კამპანიას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აშშ-ის საელჩომ იმეილით საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა: „მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ“.