გია აბაშიძე ჯეიმს ო'ბრაიენის და ოლაფ შოლცის განცხადებებზე: დასავლელი მაღალჩინოსნები საერთოდ არ იცნობენ ქართველთა განწყობებს და გვამუნათებენ კანონზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“

გია აბაშიძე ჯეიმს ო'ბრაიენის და ოლაფ შოლცის განცხადებებზე: დასავლელი მაღალჩინოსნები საერთოდ არ იცნობენ ქართველთა განწყობებს და გვამუნათებენ კანონზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“

საქართველოში ჩატარებული NDI-სა და IRI-ს ცრუ კვლევების შედეგი - დასავლელი მაღალჩინოსნები საერთოდ არ იცნობენ ქართველთა განწყობებს და გვამუნათებენ კანონზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დასავლეთი რომ არ იცნობს ქართული საზოგადოების განწყობებს, ამას მოწმობს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებები.

„საქართველოში ჩატარებული NDI-სა და IRI-ს ცრუ კვლევების შედეგი - დასავლელი მაღალჩინოსნები საერთოდ არ იცნობენ ქართველთა განწყობებს და გვამუნათებენ კანონზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
აშშ-ის ერთ-ერთი ტოპ დიპლომატი ო’ბრაიენი და გერმანიის კანცლერი შოლცი პროპაგანდირებენ ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ - ან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი არმიის კონსოლიდაციას ახდენენ ან წარმოდგენა არ აქვთ საზოგადოების უმრავლესობის პრიორიტეტებზე.“ - წერს გია აბაშიძე.