ექიმი მამუკა გოგიბერიძე: გიორგი ჩალაძე მოვიდა კლინიკაში, დავუწერე ფორმა 100, ჩავწერე, რომ სააკაშვილი საჭიროებს, გაუკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია. იყო საღამო, გამოვიყენე კლინიკის ბეჭედი და დირექტორის ფაქსიმილე

ექიმი მამუკა გოგიბერიძე: გიორგი ჩალაძე მოვიდა კლინიკაში, დავუწერე ფორმა 100, ჩავწერე, რომ სააკაშვილი საჭიროებს, გაუკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია. იყო საღამო, გამოვიყენე კლინიკის ბეჭედი და დირექტორის ფაქსიმილე

„ქრონიკის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ყბა-სახის ქირურგმა მამუკა გოგიბერიძემ გიორგი ჩალაძის თხოვნით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის ფორმა 100 ისე დაწერა, რომ პაციენტი საერთოდ არ უნახავს. გარდა ამისა, ექიმს ამბულატორიული ბარათი არ გაუხსნია და კლინიკა „დენტეფექტის“ ბეჭედი და დირექტორის ფაქსიმილე გამოიყენა.
„დამირეკა ბატონმა გიორგი ჩალაძემ და მთხოვა, ხომ არ შემეძლო, დამეწერა რაიმე დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ პაციენტს სჭირდებოდა კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება. მე ვუპასუხე, რომ შემეძლო, დამეწერა ფორმა 100. აღნიშნულ დღეს ბატონი გიორგი ჩალაძე მოვიდა კლინიკაში და დავუწერე ფორმა 100, სადაც ჩავწერე, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს, გაუკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია დიაგნოზის დაზუსტებისა და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვის მიზნით. ამბულატორიული ბარათი არ გამიხსნია იმიტომ, რომ პაციენტი არის მსჯავრდებული და ფიზიკურად ვერ მოახერხებდა კლინიკაში მოსვლას. ვინაიდან ცნობის გაცემის პერიოდი იყო საღამო, სამუშაო საათები იყო დასრულებული, მე გამოვიყენე კლინიკის ბეჭედი და დირექტორის ფაქსიმილე, დავარტყი დოკუმენტზე და გავატანე ბატონ გიორგი ჩალაძეს“, - აცხადებს ექიმი მამუკა გოგიბერიძე.