გოგა ხაინდრავა აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე: 9 აპრილი გამახსენდა, კომ.პარტიის

გოგა ხაინდრავა აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე: 9 აპრილი გამახსენდა, კომ.პარტიის "ცკ" და გენერალი როდიონოვი სისხლისღვრას რომ გვიანონსებდნენ!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, აშშ-ის საელჩოს მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის გაგზავნილ სკანდალურ იმეილს ეხმიანება, რომელშიც საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ.

ხაინდრავას განცხადებით, მას 9 აპრილი გაახსენდა, როცა კომ.პარტია და როდიონოვი ქართველებს სისხლისღვრას უანონსებდნენ.

"მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების ან საპროტესტო აქციების მიმართ.“ - აშშ-ს საელჩო.

9 აპრილი გამახსენდა! კომ.პარტიის "ცკ" და გენერალი როდიონოვი სისხლისღვრას რომ გვიანონსებდნენ!” - წერს გოგა ხაინდრავა X-ზე.