გურამ მაჭარაშვილი: თუ რუსეთი გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ჩაურევლობასთან დაკავშირებით, ჩვენ დავრწმუნდებით მათი განცხადების დამაჯერებლობაში

გურამ მაჭარაშვილი: თუ რუსეთი გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ჩაურევლობასთან დაკავშირებით, ჩვენ დავრწმუნდებით მათი განცხადების დამაჯერებლობაში

ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ მშვიდობიანად გვსურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„თუ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება გახდება პრაქტიკული, ანუ რუსეთი გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს ჩაურევლობასთან დაკავშირებით ქართულ - ოსურ და ქართულ - აფხაზურ ურთიერთობებში, ამავდროულად მოახდენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ზოგადად საქართველოდან ჯარების გაყვანას, ჩვენ დავრწმუნდებით მათ მიერ გაკეთებული განცხადების ხარისხიანობასა და დამაჯერებლობაში,“ -აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას.