ირაკლი კირცხალია: კონსტიტუციური პრაქტიკაა მსოფლიოში - პარტია, რომელზეც დადასტურდება უმაღლესი დონის სასამართლოთი, რომ ემსახურებოდა, ან ემსახურება ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატეობრივ ქმედებას თავის სახელმწიფოში, იკრძალება

ირაკლი კირცხალია: კონსტიტუციური პრაქტიკაა მსოფლიოში - პარტია, რომელზეც დადასტურდება უმაღლესი დონის სასამართლოთი, რომ ემსახურებოდა, ან ემსახურება ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატეობრივ ქმედებას თავის სახელმწიფოში, იკრძალება

ჩვეულებრივი კონსტიტუციური პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში, ისტორიულად - პარტია, რომელზეც დადასტურდება უმაღლესი დონის სასამართლოთი, რომ ემსახურებოდა, ან ემსახურება ანტისახელმწიფოებრივ, ან ნებისმიერ მოღალატეობრივ ქმედებას თავის სახელმწიფოში, კონსტიტუციურად იკრძალება, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ. აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ბუნდესტაგში, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის მზადების საკითხსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასთან დაკავშირებით საქართველოში გაკეთებულ შეფასებებს.

ირაკლი კირცხალიას თქმით, ბუნდესტაგის გადაწყვეტილება „კიდევ ერთხელ წერტილს უსვამს მთელ იმ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობდა და სამწუხაროდ, არა მხოლოდ".

„დამერწმუნეთ, დიდი შიშით ელოდებიან არჩევნების შემდეგ. უკვე დარწმუნებულები არიან, რომ მოუწევთ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, სამართლებრივი პასუხისგება.

გახსოვთ, როგორი განცხადებები წამოვიდა, როგორ, პარტიებს აუქმებენ. ჩვეულებრივი კონსტიტუციური პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში, ისტორიულად - პარტია, რომელზეც დადასტურდება უმაღლესი დონის სასამართლოთი, რომ ემსახურებოდა, ან ემსახურება ანტისახელმწიფოებრივ, ან ნებისმიერ მოღალატეობრივ ქმედებას, თავის სახელმწიფოში, ის პარტია კონსტიტუციურად იკრძალება.

კიდევ ერთხელ წერტილს უსვამს მთელ იმ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობდა და სამწუხაროდ, არა მხოლოდ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

გაზეთ Welt am Sonntag-ის ინფორმაციით, ბუნდესტაგის რამდენიმე ფრაქცია საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომლის მიზანია მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა.