ირაკლი კირცხალია: ბოლო სეზონის ბოლო სერიას ჰქვია „კოლექტიურ ნაცებში“ საარჩევნო სიების ციებ-ცხელება. „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რამდენ ფლანგზეც არ უნდა მესაუბრებოდეთ, ამ ფლანგების 80 პროცენტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს

ბოლო სეზონის ბოლო სერიას ჰქვია „კოლექტიურ ნაცებში“ საარჩევნო სიების ციებ-ცხელება, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რამდენ ფლანგზეც არ უნდა იყოს საუბარი, ამ ფლანგების 80 პროცენტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს.

„კარგად დააკვირდით, საზოგადოება უყურებს, ვიღაც ჩაწერეს, არ უთხრეს, ის მერე შეურაცხყოფას აყენებს, ამომწერეთ, გადამწერეთ. ყველაზე უნიჭო, მაგრამ საინტერესო საყურებელი კომედიურ ჟანრში რაც იყო ბოლოს, იყო ეს დარჩენილი პოლიტიკოსების განაწილება, რომ იქნებ შენ ჩაიწერო, ეს გარეთ დაგვრჩა იქნებ აქ ჩაწერო, იქნებ ეს გადაწიო.

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რამდენ ფლანგზეც არ უნდა მესაუბრებოდეთ, ამ ფლანგების 80 პროცენტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნო სიაზე დაპირისპირება გრძელდება - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაზა გოგავამ ოფიციალურად სიიდან თავისი გვარის ამოღება მოითხოვა.