ლევან მაჭავარიანი: გახარიას საარჩევნო სია რომ ვნახეთ, იქაც ისეთი წევრები ვიხილეთ, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური დივიდენდის შეტანა და დამატება არ შეუძლიათ გახარიას პარტიაში

ლევან მაჭავარიანი: გახარიას საარჩევნო სია რომ ვნახეთ, იქაც ისეთი წევრები ვიხილეთ, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური დივიდენდის შეტანა და დამატება არ შეუძლიათ გახარიას პარტიაში

განსხვავებით სხვა რადიკალებისგან მიხეილ დაუშვილი რადიკალიზმით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. ალბათ გახარიას გუნდში სჭირდება ისეთი წევრები, რომლებიც უფრო რადიკალურად საუბრობენ და რადიკალურ ქმედებებს ჩადიან - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„გახარიას საარჩევნო სია რომ ვნახეთ, იქაც ისეთი წევრები ვიხილეთ, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური დივიდენდის შეტანა და დამატება არ შეუძლიათ გახარიას პარტიაში,“ - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.