ირაკლი კირცხალია: როდესაც ჩემი ქვეყნის გაერთიანებაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზეა საუბარი, სალაპარაკოდ რუსეთთან კი არა, ყველაზე ისტორიული დიქტატორი რომ გააცოცხლო და დამისვა, პირადად მასთან დავჯდები და ვისაუბრებ

ირაკლი კირცხალია: როდესაც ჩემი ქვეყნის გაერთიანებაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზეა საუბარი, სალაპარაკოდ რუსეთთან კი არა, ყველაზე ისტორიული დიქტატორი რომ გააცოცხლო და დამისვა, პირადად მასთან დავჯდები და ვისაუბრებ

„ქართულ ოცნებაში“ სერგეი ლავროვის განცხადებას აფასებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, უცილებელია, რომ ამ განცხადებას მოჰყვეს რაიმე ქმედითი ნაბიჯები, მაგალითად, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარის გაყვანა.

„როდესაც ჩემი ქვეყნის გაერთიანებაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზეა საუბარი, როდესაც ამხელა ყინული შეიძლება დაიძრას, სალაპარაკოდ რუსეთთან კი არა, ყველაზე ისტორიული დიქტატორი რომ გააცოცხლო და დამისვა, პირადად მასთან დავჯდები და ვისაუბრებ. ოპოზიციის მხრიდან ამ თემით სპეკულირება როგორ შეიძლება? საქართველოს ერთიანი მიწა სახელმწიფოებად დავყოთ? ეს ხომ გამორიცხულია. ეს არის ბინძური სპეკულაციის გაგრძელება, რაც დაიწყეს და კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ ისინი პირდაპირ ომის პარტია არიან“, - აცხადებს კირცხალია.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას“. ლავროვის თქმით, რა სახით და ფორმით შეიძლება მოხდეს შერიგება, ეს მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.