ლევან მაჭავარიანი: სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მუდმივად იქნება მშვიდობა. არ ავყვებით არასდროს არანაირ პროვოკაციას

ლევან მაჭავარიანი: სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მუდმივად იქნება მშვიდობა. არ ავყვებით არასდროს არანაირ პროვოკაციას

ვოლიდიმირ ზელენსკის ყოფილი თანაგუნდელის და რადის ყოფილი დეპუტატის არტიომ დმიტრუკის განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში მშვიდობის გარანტია.

„ფაქტობრივად პირდაპირ ხელს ადებს მოქმედ ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა დღეს ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მან ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა სწორ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“. მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს და მუდმივად შეინარჩუნებს იმ უწყვეტ მშვიდობას, ,რომელიც უკვე 12 წელია გრძელდება. ჩვენ ვართ იმის გარანტია ამ ქვეყანაში, რომ სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მუდმივად იქნება მშვიდობა. არ ავყვებით არასდროს არანაირ პროვოკაციას“, - აცხადებს მაჭავარიანი.

დმიტრუკის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის. ამ თემაზე ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ყოფილმა წევრმა საკუთარ Youtube-არხზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. „არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში და ანადგურებს მილიონი ადამიანის სიცოცხლეს“, - ამბობს დმიტრუკი.