ლიმასოლის მიტროპოლიტი: ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ოჯახის დაცვასა და ოჯახური ღირებულებების სწორი მიმართულებით წარმართვას. ჩვენი ყველას ვალია, რომ წვლილი შევიტანოთ ბავშვების დაცვაში

ლიმასოლის მიტროპოლიტი: ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ოჯახის დაცვასა და ოჯახური ღირებულებების სწორი მიმართულებით წარმართვას. ჩვენი ყველას ვალია, რომ წვლილი შევიტანოთ ბავშვების დაცვაში

„იმედის კვირა“ საქართველოში სტუმრად მყოფ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასეს (ნიკოლაუ) ესაუბრა.

სხვადასხვა საკითხთან ერთად მეუფემ მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ოჯახი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ოჯახში ყალიბდება ადამიანი, რომელიც შემდეგ აძლიერებს და იცავს სახელმწიფოსა თუ ეკლესიას. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ოჯახის დაცვასა და ოჯახური ღირებულებების სწორი მიმართულებით წარმართვას. ჩვენი ყველას ვალია, რომ წვლილი შევიტანოთ ოჯახის, ბავშვების დაცვაში”, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მომავალ თაობაზე, ახალგაზრდობის განვითარებაზე განსაკუთრებული სიყვარულით ზრუნვა რომ ერთ-ერთი უმთავრესი მოწოდებაა, ეს ახალგაზრდებთან ლიმასოლელი მიტროპოლიტის შეხვედრებისასაც გამოჩნდა.

„ეკლესია ყოველთვის ზრუნავდა და ზრუნავს ახალგაზრდებზე. ჩვენი მიზანი სწორი ღირებულებებით მათი აღზრდა და მათი სწორ გზაზე დაყენებაა. ახალგაზრდები ყოველთვის კარგები არიან. სამწუხაროდ, თანამედროვეობა მათ მრავალ განსაცდელსა და სირთულეს უმზადებს, მიუხედავად ამისა მათ უფალი შეეწევათ, ამ ახალგაზრდებში ხომ დიდი სიკეთე სუფევს. ახალგაზრდებმა მუდამ იციან, რა არის ჯანსაღი და რა არა, სად არის ჭეშმარიტება და სად არის სიცრუე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მათთან წრფელი ურთიერთობა გვქონდეს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ათანასემ.