ლევან მაჭავარიანი: ეკა გიგაური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი წევრია. ახლა რომ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი

ლევან მაჭავარიანი: ეკა გიგაური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი წევრია. ახლა რომ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი

ქალბატონი გიგაური ჩვენ ახლა რომ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი და ამ ტყუილში იგი ჩვენს საზოგადოებას ვერ შეიყვანს, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

იგი ეკა გიგაურის აშშ-ის სენატში გამოსვლის ფაქტს გამოეხმაურა.

„გიგაურისგან ეს არავის უკვირს, რადგან ყველამ ვიცით, ქალბატონი გიგაური წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი სისხლიანი რეჟიმის დროს იგი იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობებს ძალოვან სტრუქტურებში. ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მისი ეს „ენჯეო“, რომელიც წესით, გამჭვირვალობას უნდა ქადაგებდეს, პირიქით, გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება.

როდესაც ქალბატონი გიგაური ჩვენ ახლა უნდა წარმოვიდგინოთ მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი და ამ ტყუილში იგი ჩვენს საზოგადოებას ვერ შეიყვანს და ვერც მისი მფარველები ვერ შეიყვანენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.