პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე სანზონისა და ზღვისუბნის მოსახლეობას ხვდება. ადგილობრივებთან შეხვედრები გაიმართა გურამიშვილის გამზირზე, ხორნაბუჯის ქუჩაზე და ზღვისუბნის მე-4 კვარტალში.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმართავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ძირითადად, ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, საკითხებზე, რაც ადგილობრივებს აწუხებთ და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. ვსაუბრობთ არჩევნების მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ჩართულობა პროცესში და ყველაზე მთავარი რაც არის, როგორ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მომავლში გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.