გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ქეთევან მოისწრაფეშვილმა და ზაზა შოშიტაიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.