დიდუბის რაიონის გამგეობამ მოყვარული კალათბურთელებისთვის ჩემპიონატი ჩაატარა. ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანზე ქუჩის კალათბურთის ტურნირი „დიდუბის თასი 2024“ გაიმართა, რომელშიც დიდუბელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 14 გუნდი მონაწილეობდა.
პირველი ადგილის მოპოვება გუნდმა „სფეის-ჯემიმ“ მოახერხა, მეორე და მესამე ადგილები „O.T-მ და „ჯიმ“ გაინაწილეს. საუკეთესო ბომბარდირი ნიკა გოგოხია გახდა, საუკეთესო მოთამაშე კი - ბილი ალიევი. ტურნირის მონაწილე სამი საუკეთესო გუნდი და ნომინაციებში გამარჯვებულები დიდუბის რაიონის გამგებელმა ლადო ძნელაძემ მედლებით, სიგელებითა და სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით დააჯილდოვა.