ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანმა მის საავტორო გადაცემაში „ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები“, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას სტუმრობისას განაცხადა, რომ რეკლამების რაოდენობა მომრავლდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რაც მისთვის ცუდია, მაგრამ ტელევიზიისთვის კარგი.
ეკა კვესიტაძის საპასუხოდ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ რეკლამების რაოდენობის ზრდა თვის ბოლოს მისთვისაც კარგია, რაზეც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ სტუმარი დირექტორის პოზიციიდან საუბრობდა.
ნიკა გვარამიამ წამყვანს შეუსწორა, რომ მან არა როგორც დირექტორმა, არამედ როგორც ყოფილმა დირექტორმა უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა 2024 წლის თებერვლიდან დატოვა.