დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში ასფალტის საფარი მოაწესრიგა. დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-9 და მე-11 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტის საფარი 3600 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასფალტი, ასევე, მოწესრიგდა ცაბაძის ქუჩის N15-სა და კერესელიძის ქუჩის N1-ში. სამუშაოების მიხედვით, ჯამში, ასფალტის საფარი 4400 კვ.მ ფართობზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 304 000 ლარი გამოიყო.