დიდუბის რაიონში ვანდალიზმის კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გამოვლინდა. ამჯერად, აგლაძის ქუჩის N38-ში არსებულ მოსასვენებელ სივრცში ხუთი სკამი განზრახ დააზიანეს. აღნიშნულ სივრცეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა ვანდალიზმის შემთხვევა იქ უკვე დაფიქსირდა.
დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობეს. ვანდალიზმის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ყოველწლიურად, როგორც დედაქალაქში, ასევე დიდუბის რაიონში, ვანდალიზმის არაერთი ფაქტი ფიქსირდება.
დიდუბის რაიონის გამგეობა მოუწოდებს მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ საერთო ქონებას და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს.