ისრაელი 15 წლის განმავლობაში ლიბანში პეიჯერების აფეთქების ოპერაციას ამზადებდა. ინფორმაციას ABC News-ი აშშ-ის დაზვერვაში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ისრაელმა რამდენიმე ყალბი კომპანია შექმნა, რომლებიც თითქოს პეიჯერების დამზადებაში მონაწილეობდნენ. ამასთან ერთად, ყალბი კომპანიების თანამშრომლებმა არც კი იცოდნენ, თუ ვისზე მუშაობენ.
ერთ-ერთი ასეთი ყალბი კომპანია უნგრეთში დარეგისტრირებული BAC Consulting-ი იყო, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით პეიჯერები ტაივანური ბრენდის Gold Apollo-ს სახელით უნდა ეწარმოებინა.
უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა ABC News განუცხადა, რომ ქვეყანაში პეიჯერები არ იწარმოებოდა, BAC Consulting-ი მხოლოდ „სავაჭრო შუამავალი“ იყო.