გერმანიაში, ლტოლვილის, თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით 3,5 მილიონი უცხოელია დარეგისტრირებული, რაც ახალი მაქსიმალური მაჩვენებელია.
როგორც გაზეთი Neue Osnabrücker Zeitung ქვეყნის უცხოელების ცენტრალური რეგისტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს მაჩვენებელი ასევე ითვალისწინებს მათ, ვისაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ეთქვათ, მაგრამ ისინი ქვეყანაში რჩებიან, რადგან მათი დეპორტაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ამ ადამიანების რაოდენობა 60 ათასით მეტია, ვიდრე 2023 წელს. ბოლოს უცხოელების ასეთი რაოდენობა გერმანიაში 1950-იან წლებში დაფიქსირდა.
2023 წელთან შედარებით 45 ათასით გაიზარდა უკრაინელი ლტოლვილების რიცხვიც და დღეს 1, 18 მილიონს აღწევს.