ნატო ფინეთში ორ შტაბს განათავსებს

ნატო ფინეთში ორ შტაბს განათავსებს

ნატოს ხელმძღვანელობამ ფინეთში ორი შტაბის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას DW ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთი იქნება ჩრდილოეთ ევროპაში ნატოს სახმელეთო ჯარების შტაბი, ხოლო მეორე - მოწინავე სახმელეთო ჯარების შტაბი.

შტაბების განთავსების ადგილების შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. ერთ-ერთი ვერსიით, სახმელეთო ჯარების შტაბი ჰელსინკიდან 230 კილომეტრში მდებარე ქალაქ მიკელიში განთავსდება, რომელიც რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ხოლო მოწინავე სახმელეთო ჯარების შტაბი ქვეყნის ჩრდილოეთით სოდანკიულაში ან როვანიემიში იქნება.

როგორც DW იუწყება, მოწინავე სახმელეთო ჯარების სარდლობას ფინეთში შვედეთი ჩამოაყალიბებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ფინეთმა 75-წლიანი სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი თქვა და 2023 წელს შვედეთთან ერთად ნატოს წევრი გახდა.