ბექა ოდიშარია გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: ჩვენ დიდი ხნით ადრე „დავასპოილერეთ“ საზოგადოება, რომ ეს ქორწინება შედგებოდა, ძალიან კი ფშეკდნენ ფეხებს საჯაროდ, მაგრამ ვინ ეკითხება მათ?!

ბექა ოდიშარია გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: ჩვენ დიდი ხნით ადრე „დავასპოილერეთ“ საზოგადოება, რომ ეს ქორწინება შედგებოდა, ძალიან კი ფშეკდნენ ფეხებს საჯაროდ, მაგრამ ვინ ეკითხება მათ?!

ჩვენ დიდი ხნით ადრე „დავასპოილერეთ“ ქართული საზოგადოება, რომ ეს ქორწინება შედგებოდა, - ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებას.

„ძალიან კი ფშეკდნენ ფეხებს საჯაროდ, მაგრამ ვინ ეკითხება მათ ან ვინ ეკითხება ამ უნიჭო დრამატურგიის დამდგმელ რეჟისორს - ზურაბიშვილს ახლა? ეს არის ორი მძიმე ქვა, რომელიც ამძიმებს ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს, ბადეს და ამ ღელვაში ერთ ქვას რომ მეორეს დაადებ, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას აუცილებლად ნახავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს“, - აცხადებს ოდიშარია.

გახარია-ხაზარაძე გაერთიანებაზე კვლავ ვერ თანხმდებიან. გაერთიანების მიზნით აუდიენცია პრეზიდენტის სასახლეში დღესაც გაგრძელდება. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ მოლაპარაკებები სწორედ დღეს დასრულდება.

მერაბ.g თავი დავანებოთ იმას, რომ ეს ვაჟბატონი იყო მამალი ნაცი და 2012 წელს ებრძოდა ქოცებს; არჩევნების შემდეგ კი უღალატა დამარცხებულ დედაპარტიას და მიუჩოცა გამარჯვებულს!
გახარიას და ხაზარაძის გაერთიანება არც მე მომწონს და იმედი მაქვს, არ შედგება
აქ მთავარი სხვაა: .გაერთიანდა მელია და გვარამია, მერე მათ გაუერთიანდა ჩახდილი, ხოშტარია ... ხაზარაძეს გაუერთიანდნენ ელისაშვილი, დოლიძე ... ვაშაძე მიუბრუნდა მეცოცხეებს ... არც ერთ შემთხვევაში დიდად არ გიდარდიათ და ახლა, როცათქვენი სიტყვებით თქვენ 60% გაქვთ, გახარიას კი 2%რატომ ხტებით შარვლებიდან და რატომ იჭრით ვენებს? 60%-იანისთვის სულერთი რატომ არაა, სად წავა 2%-იანი გახარია? პასუხი მარტივია - იტყუებით და ან თქვენ არა გაქვთ არც 60 და არც 50%, ან (და) გახარიას აქვს 2%-ზე ბევრად მეტი და ეს გაშინებთ!
არც ის პიტეკანტროფული ლოგიკაა თქვენთვის მომგებიანი, რომ ვინც თქვენთან არაა ყველა ნაცი და მოღალატეა; არა მარტო მე, ღრმად ვართ დარწმუნებული რომ გახარია გონიერებითაც და პატრიოტიზმითაც ბევრად სჯობს ქოცების თანამდებოვაზე მყოფ და მოლაპარაკეთა პირველ ოცეულს ერთად აღებულს!
გახარია მოღალატე და ნაცი რომ ყოფილიყო, თქვენგან 2021 წლის თებერვალში კი არ წავიდოდა, 3 თვით ადრე, თან იტყოდა რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თქვენი ბუნდღა არ დარჩებოდა ... ოდიშარიასნაირები კი კაი ხნის წინ განაცდებოდნენ!
2 თვის უკან