შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს - ურთიერთობების გადატვირთვა რომ მოხდეს, საჭიროა გულახდილობა და კეთილსინდისიერება, მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები ქართველი ხალხისა და ხელისუფლების წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს - ურთიერთობების გადატვირთვა რომ მოხდეს, საჭიროა გულახდილობა და კეთილსინდისიერება, მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები ქართველი ხალხისა და ხელისუფლების წინააღმდეგ

სტრატეგიული პარტნიორობა ასე არ არის, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის სამწუხარო დამოკიდებულება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ვიღაცას თუ უნდა, რომ ჩვენ მეურვეობა გაგვიწიოს და იმ მიმართულებით გვატაროს, როგორც საჭიროდ ფიქრობს, ასე არ გამოვა. ასე არ მოქმედებს ჩვენი 3000-წლიანი სახელმწიფოს ისტორია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ბევრ დიდ ქვეყანას ერთი და იგივე შეცდომა დაუშვია საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ბევრს ჩვენი მეგობრობა ფეხქვეშ გაგებად გაუგია და ისე გაუგია, რომ საკუთარი ინტერესები შეუძლიათ მოგვახვიონ თავს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, საჭიროა გულახდილობა და კეთილსინდისიერება ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. შეუძლებელია ასე გაგრძელდეს, რომ ერთი მხრივ ჩვენ პარტნიორობისთვის ყველაფერი ვაკეთოთ და ამის პასუხად ვიღებდეთ იმას, რომ ჩვენს პოლიციელებს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ და იმის ღირსადაც არ გვთვლიდნენ, რომ მტკიცებულება წარმოადგინონ რამის. გახსოვთ მოსამართლეებთან დაკავშირებით სავიზო შეზღუდვები. დღესაც მახსოვს მაშინდელ ელჩთან ჩემი საუბარი, რომ ეს უპატივცემულობაა, როდესაც ამბობ, რა არის მტკიცებულება და გეუბნება, რომ პრესაში წაიკითხა მტკიცებულებების შესახებ. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება, ეს არ არის ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ვაჩვენებდით ყველას დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც ვჭირდებოდით. ეს არის ჩვენი ქართული მიდგომა მეგობრებისადმი და პარტნიორებისადმი და გვინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ სხვებსაც“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მერაბ.g რომ ეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ იქნებ ძებნის უფრო ჭკვიანური ფორმა და გზაა მოსაფიქრებელი?
2 თვის უკან