არჩილ გორდულაძე „საიას“ განცხადებაზე: სამწუხაროდ ეს ადამიანები არ არიან ნეიტრალურები და ობიექტურები - „ქართული ოცნების“ არც შტაბის წევრებისა და არც მხარდაჭერების მიმართ დარღვევებზე არასდროს არაფერს ამბობენ

არჩილ გორდულაძე „საიას“ განცხადებაზე: სამწუხაროდ ეს ადამიანები არ არიან ნეიტრალურები და ობიექტურები - „ქართული ოცნების“ არც შტაბის წევრებისა და არც მხარდაჭერების მიმართ დარღვევებზე არასდროს არაფერს ამბობენ

სამწუხაროდ ეს ადამიანები არ არიან ნეიტრალურები, ობიექტურები და არასდროს „ქართული ოცნების“ არც შტაბის წევრებისა და არც მხარდაჭერების მიმართ დარღვევასთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ, - ასე ეხმიანება „საიას“ განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე.

„არასამთავრობო ორგანიზაციებიდან არაერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით მიკერძოებულები არიან და ყოველთვის იგონებენ რაღაც შემთხვევებს, თითქოს ოპოზიციური პარტიების მიმართ რაღაცები ხდება, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

„საია“ წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს, თუმცა მხოლოდ მმართველ გუნდზე, არაფერს ამბობს ოპოზიციაზე. კითხვის საპასუხოდ ირწმუნებიან, რომ რადიკალების მიერ წინასაარჩევნო დარღვევებს სწავლობენ და ანგარიშში აისახება.

მერაბ.g საია 2008 წელს საქართველოს უჩიოდა ოსების დახოცვისათვის!
ახლა ვუსმენ ხანდაზმული თაღლითების წარმომადგენელს "პირველზე"- ივანიშვილმა მოგვიწოდა ბოდიში მოვუხადოთ რუს ოლუპანტს და ოს ბოევიკებსო ეს არის უტიფარი ტყუილი! ივანიშვილმა თქვა, რომ ბოდიშია მოსახდელი იმ ოსებისთვის, რომლების სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვისას დაზარალდნენო!
2 თვის უკან