შტორმი „ბორისი“, რომელმაც ცენტრალური ევროპის ქვეყნები დააზარალა, იტალიას მიუახლოვდა

შტორმი „ბორისი“, რომელმაც ცენტრალური ევროპის ქვეყნები დააზარალა, იტალიას მიუახლოვდა

უძლიერესი შტორმი „ბორისი“, რომელმაც ცენტრალური ევროპის ქვეყნები სერიოზულად დააზარალა, იტალიას მიუახლოვდა. BBC-ს ცნობით, ქვეყანაში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. წყალდიდობა უკვე დაწყებულია პესკარაში.

მეტეოროლოგების ცნობით, ამინდის ექსტრემალური პირობებისთვის იტალიის სამხრეთი ტერიტორიებიც უნდა მოემზადონ.

სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა პოლონეთს, ჩეხეთს, რუმინეთს, ავსტრიას. დაღუპულთა რაოდენობა დღეს უკვე 21-მდე გაიზარდა. წყალდიდობის რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს სლოვაკეთში, უნგრეთსა და ხორვატიაშიც.