ჯეფრი საქსი: ვიქტორია ნულანდმა გააფუჭა აშშ-ის ურთიერთობა რუსეთთან. ის უკრაინის საქმეებსაც ხელმძღვანელობდა

ჯეფრი საქსი: ვიქტორია ნულანდმა გააფუჭა აშშ-ის ურთიერთობა რუსეთთან. ის უკრაინის საქმეებსაც ხელმძღვანელობდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა, რომელიც უკანასკნელი 30 წელი აშშ-ის ყველა ადმინისტრაციაში მუშაობდა, გააფუჭა ურთიერთობა რუსეთთან, ხელმძღვანელობდა 2014 წლის უკრაინის ამბებს და ნატოს გაფართოების პოლიტიკა დააზიანა, განაცხადა ამერიკელმა ეკონომისტმა, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მრჩეველმა ჯეფრი საქსმა გადაცემაში All-In Podcast.

“არსებობს ერთი Deep State პარტია [დიკ] ჩეინის, [კამალა] ჰარისის, [ჯო] ბაიდენის და ვიქტორია ნულანდის სახით. ნულანდი არის ამ ყველაფრის სახე, რადგან ის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველა ადმინისტრაციის დროს მუშაობდა. ის 90-იან წლებში [ბილ] კლინტონის ადმინისტრაციაში იყო, აფუჭებდა ჩვენს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. ის უმცროსი [ჯორჯ] ბუშის ადმინისტრაციაშიც იყო ჩეინისთან ერთად და ნატოს გაფართოების პოლიტიკას აფუჭებდა. შემდეგ ის [ბარაკ] ობამას ადმინისტრაციაში იყო ჯერ ჰილარის [კლინტონის] სპიკერად და შემდეგ 2014 წელს უკრაინის ამბებით დაკავდა“, - თქვა საქსმა.