მაია ბითაძე ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: საბოლოო ჯამში, შესაკრებთა გადანაცვლებით, გაერთიანებით, გაყოფით, ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა

მაია ბითაძე ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: საბოლოო ჯამში, შესაკრებთა გადანაცვლებით, გაერთიანებით, გაყოფით, ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა

ამ ორი, ძალიან მრავალფეროვანი გაუგებარი პოლიტიკური წარმონაქმნის გაერთიანება კიდევ უფრო თვალნათელს ხდის ერთ რამეს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანებები ვერ ლახავენ საარჩევნო ბარიერს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე.

მისივე თქმით, მათი რეიტინგი იმაზე დაბალია, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს.

„შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ მათ რაღაც ფორმა შეიძინონ, მიუხედავად იმისა, რომ იქ შეუერთდნენ გაურკვეველი ადამიანები, რომლებიც ასევე გაურკვეველია რა როლს თამაშობენ გარდა მავნებლობისა, ამ ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედში, ამ შემთხვევაში მათი გაერთიანებაც ისევ ისეთივე განწირულია, როგორიც მათი არ გაერთიანება.

საბოლოო ჯამში, შესაკრებთა გადანაცვლებით, გაერთიანებით, გაყოფით, ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა. გვეუბნებიან ახალი სახეები ვართო, დარბიან უცხოეთში, რომ საქართველო როგორმე ვინმემ დასაჯოს, ალბათ ისიც გაუხარდებათ, რომ ვინმემ ბომბი გვესროლოს, ამაზეც ხელს მოითბობენ. შესაბამისად, უნდათ გაერთიანდნენ, უნდათ დაიყვნენ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისგულზე ჩანს ყველაფერი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მერაბ.g თუ არაფერი იცვლება, დაწყნარდი, ნუ იპუტავ!
2 თვის უკან