ირანმა ორბიტაზე საკუთარი თანამგზავრი გაიყვანა. „ჩარმან ერთი“ კოსმოსში „ქაემ 100-ს“ ტიპის რაკეტა მატარებლით გაუშვეს, რომელიც თეირანის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის საჰაერო კოსმოსური ძალების მიერაა წარმოებული.
იანვარში ირანმა ორბიტაზე თანამგზავრი „სორაია“ 750-ი კილომეტრის სიმაღლეზე გაიყვანა, რაც ირანის მიერ ორბიტაზე გაყვანილი თანამგზავრებისთვის ყველაზე მაღალი წერტილია.