შანხაიში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი მძვინვარებს

შანხაიში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი მძვინვარებს

ჩინეთში, შანხაიში ტაიფუნი „ბებინკა“ მძვინვარებს.

BBC-ს ცნობით, ეს ყველაზე ძლიერი ტაიფუნია ქალაქში ბოლო 75 წლის განმავლობაში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 400 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

აეროპორტებში ასობით ავიარეისი გაუქმდა, შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლა, დაკეტილია ავტობანები.
ტაიფუნის შუაგულში ქარის სიჩქარე საათში 151 კილომეტრს აღწევს.

შანხაიმდე „ბებინკამ“ იაპონიასა და ფილიპინებს გადაუარა, სადაც სტიქიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.