ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ცენტრალური ევროპის ქვეყნებში შტორმ „ბორისის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, რუმინეთში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი დაიღუპა ავსტრიაში, ერთი კი პოლონეთში. ჩეხეთში ამ დრომდე ეძებენ 4 ადამიანს, რომლებიც წყალმა წაიღო. სტიქიას ებრძვიან პოლონეთშიც.

მეტეოროლოგების პროგნოზის მიხედვით, დღის ბოლომდე კვლავ მოსალოდნელია უხვი ნალექი და ძლიერი ქარი.