კონგოს სამხედრო სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის 37 ადამიანს, მათ შორის სამ ამერიკელს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბრალდებულებს შორის კონგოელების გარდა ასევე არიან ბრიტანეთის, ბელგიისა და კანადის მოქალაქეები. მათ ტერორიზმის, მკვლელობისა და დანაშაულებრივი შეთქმულების ბრალდებაზე განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ. 14 ადამიანი სასამართლო პროცესზე ივნისში გაამართლეს.
ნაკლებადცნობილი ოპოზიციონერის კრისტიან მალანგის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს მაისში 6 ადამიანი მოკლეს. კონგოს არმიის ინფორმაციით, მალანგა სასიკვდილოდ დაიჭრა დაკავებისას მას შემდეგ, რაც ის საკუთარ სოციალურ ქსელებში თავდასხმას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.