დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო კონფლიქტი უკრაინაში და მხოლოდ მას შეუძლია ახლავე შეწყვიტოს ის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს ახლავე შეუძლია ამ კონფლიქტის დასრულება. გავიმეორებ, რუსეთმა პირველმა დაიწყო. მათ მოახდინეს კონფლიქტის პროვოცირება, ისინი უკანონოდ მოქმედებენ“, - თქვა სტარმერმა.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, სტარმერმა ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლის საპასუხოდ გააკეთა, რა დროსაც მან თქვა, რომ თუ დასავლური ქვეყნები უკრაინას მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების საშუალებას მისცემენ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ნატოს ქვეყნების უკრაინაში მიმდინარე ომში უშუალოდ მონაწილეობენ.