ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაესწრო.
,,გამორჩეული და სასიხარულო დღეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ. ვულოცავ თითოეულ მათგანს, წარმატებებს და დასახული მიზნების მიღწევას ვუსურვებ." - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.